logo
ENG



აშშ-ს საელჩო უზენაესში მოსამართლეების დანიშვნას "უაღრესად გულდასაწყვეტს" უწოდებს

15 ივლ 202115:20
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ს საელჩო "უაღრესად გულდასაწყვეტს" უწოდებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოში ექვსი მოსამართლე დანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით, არსებული წესით მოსამართლეთა დანიშვნისგან თავი უნდა შეეკავებინათ. საელჩოსთვის სამწუხაროა, რომ შეთანხმება კეთილსინდისიერად ვერ შესრულდა. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს მნიშვნელოვანი დაკარგული შანსია სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გაძლიერებისთვის. საელჩო ხაზს უსვამს პარლამენტის ხარვეზიან პროცესს, რამაც ვერ უზრუნველყო კვალიფიციური კანდიდატების არჩევა, რაზეც სამოქალაქო სექტორი და ეუთო/ოდირიც საუბრობდნენ. 

"ცალმხრივი საკანონმდებლო ცვლილებები, მიღებული საერთაშორისო პარტნიორების რჩევის საწინააღმდეგოდ, იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა 19 აპრილის შეთანხმებაზე, არ შეესაბამება ამ შეთანხმების შინაარსსა და სულისკვეთებას. განსაკუთრებით, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში აპრილის დასაწყისში შესული ცვლილები, რომელმაც სრულად ვერ ასახა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, მათ შორის, მთავარი რეკომენდაცია მოსამართლეთა დანიშვნების გადავადებასთან დაკავშირებით", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს მნიშვნელოვანი დაკარგული შანსია სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გაძლიერებისთვის. საელჩო ხაზს უსვამს პარლამენტის ხარვეზიან პროცესს, რამაც ვერ უზრუნველყო კვალიფიციური კანდიდატების არჩევა, რაზეც სამოქალაქო სექტორი და ეუთო/ოდირიც საუბრობდნენ. 

საელჩოს შეფასებით, აუცილებელი იყო, სასამართლო რეფორმის გატარებამდე პარლამენტს შეეჩერებინა დანიშვნის პროცესი. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოს ჰქონდა ამგვარი მოქმედების უფლებამოსილება და დანიშვნების შეჩერება არ გამოიწვევდა სასამართლო სისტემის ზედმეტ გადატვირთვას.

"შესაბამისად, ამგვარად არ მოქცევის გადაწყვეტილება ძალიან შემაშფოთებელია და წარმოადგენს მნიშვნელოვან დაკარგულ შესაძლებლობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გაძლიერებისა და დემოკრატიული განვითარების კუთხით.

შეერთებული შტატები მზადაა გააგრძელოს პარლამენტისა და ქართველის ხალხის მხარდაჭერა საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის დამაჯერებელ ძალისხმევაში", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

12 ივლისს საქართველოს პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში ექვსი მოსამართლე უვადოდ დანიშნა. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საელჩოების მიუხედავად მოწოდების მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ პროცესი არ შეაჩერა. 

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციის ძირითად ნაწილს. 

არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია მიუთიუთებენ, რომ სასამართლო სისტემას ე.წ კლანი მართავს, რომელიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს. საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გაუკრიტიკებიათ საერთაშორისო ტრიბუნებიდანაც. ევროპარლამენტარებისა და კონგრესმენების კრიტიკულ წერილებში მუდმივად იყო ხაზგასმა სასამართლოსადმი უნდობლობასა და ქმედითი რეფორმის გატარების აუცილებლობაზე. 


close დახურვა